ჯამლათ გვიდიანი

სამოქალაქო • ადმინისტრაციული სამართალი
ფოტო
თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N12ა.
+995 599 296764
1. jamlatgvidiani@gmail.com 2. jgvidiani@yahoo.de
ქართული, გერმანული, ინგლისური, რუსული

აღწერა

განათლება: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი (2022-თბილისი, საქართველო); კიოლნის უნივერსიტეტის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის აკადემიის მიწვეული მკვლევარი (2023-2024, კიოლნი, გერმანია); გერმანული სამართლის მაგისტრი (LL.M zu Köln; 2014, კიოლნი, გერმანია); სამართლის მაგისტრი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2013, თბილისი, საქართველო); სამართლის ბაკალავრი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010, თბილისი, საქართველო). დამატებითი ინფორმაცია: ⚫ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება; ⚫გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტი 2014, 2023-2024 წლებში; ⚫ არაერთი სამეცნიერო კონფერენციის და კვლევითი პროექტის მომხსენებელი საქართველოში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის სამართლისა და რელიგიის კვლევის საერთაშორისო ცენტრში -ICLRS (ნოტრ დამის უნივერსიტეტი, საუთ ბენდი, ინდიანა, აშშ) და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის აკადემიაში ( კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია). ⚫ 30-მდე სასწავლო სემინარის/პროგრამისა და ტრენინგის მონაწილე და თანამომხსენებელი; ⚫ 10-მდე სამეცნიერო კვლევისა და სტატიის ავტორი; ⚫ არაერთი წარმატებული კონსტიტუციური სარჩელისა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის ავტორი. მომსახურების სფერო: საკონსტიტუციო სამართალი, საერთაშორისო სამართალი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოები - ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ბავშვის უფლებათა კომიტეტი), ბავშვთა უფლებები (სპეციალიზებული ადვოკატი), სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი, მოქალაქეობისა და მიგრაციის, სამოქალაქო აქტების, უძრავი ქონების (მიწის) რეგისტრაციის, სამშენებლო, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალთან დაკავშირებული საკითხები.