ნდობა • გამჭვირვალობა • შედეგი

ჩვენს შესახებ

ჩვენი პლატფორმა ეხმარება მომხმარებლებს იპოვონ ადვოკატი, რომელსაც ენდობიან — რეალური გამოცდილებების, გამჭვირვალე შეფასებების, სტატუსების და პროფესიონალური პროფილების საფუძველზე.

რას ვაკეთებთ

მიმართავ ადვოკატს და არ იცი, შენამდე მასთან მოწინააღმდეგემ ხომ არ დაგასწრო მისვლა და უყვები ყველაფერს, რაც გადამწყვეტია შენი საქმისთვის, უმხელ ინფორმაციას და არ იცი, მან თუ მომსახურებაზე უარი გითხრა, როგორ უნდა დაამტკიცო ის, რომ ადვოკატს წარმოეშვა ვალდებულება, მიწოდებული ინფორმაცია შენს წინააღმდეგ არ გამოიყენოს. როგორ დაიცავ თავს ან როგორ დაამტკიცებ, რომ შენ ადვოკატს მიმართე კონკრეტულ მომენტში და თქვენს შორის ადვოკატი-კლიენტის ურთიერთობა დაიწყო, თუ არ შეიყვან მონაცემებს legalboard.ge-ს მონაცემთა ბაზაში?

შედი და გამოაქვეყნე შენი ადვოკატისთვის მიმართვის ფაქტი, შეაფასე ადვოკატი, გამოიმუშავე მომსახურებაზე ფასდაკლების ტოკენი (LFT- Legal Fee Token), რომელიც მომავალში მოგცემს ზეკონფიდენციალურ ბგერით მესენჯერზე წვდომას, დაიცავი საკუთარი თავი და დაიცავი ადვოკატი ე.წ. ‘გამვლელი კლიენტებისგან’, ვინც მის კოლეგებს ჰონორარის გადახდის გარეშე უკვე არაერთხელ მიმართა. სისტემა ადვოკატებს აძლევს შესაძლებლობას გადაამოწმონ კლიენტის მიმართვები სხვა კოლეგებისადმი, რათა თავი დაიცვან პოტენციური კლიენტების არაკეთილსინდისიერი ქცევისგან.

ადვოკატებს კლიენტის მიმართვის დადასტურებისას შეუძლიათ დააგენერირონ ორდერი, გამოიმუშავონ ტოკენი (LFT), რომელსაც გამოიყენებენ ადვოკატთა ასოციაციის საწევროს, ტრეინინგების ღირებულების გადასახდელად და ზეკონფიდენციალურ მესენჯერზე წვდომის მისაღებად, რომელიც როგორც სასარგებლო გამოგონება, ეკუთვნის პლატფორმას.

სისტემის საფუძველზე შეიქმნება ბლოკჩეინი, რომელიც კლიენტების ინიციატივით ყველა ადვოკატის საქმიანობის შესახებ ჰეშირებულ მონაცემებს საინფორმაციო ბლოკების სტრუქტურად გარდაქმნის და გამჭვირვალობის მიღწევით აამაღლებს საადვოკატო მომსახურების ხარისხს.

მომდევნო ეტაპზე ბლოკჩეინში სამართალწარმოების მხარეების ინიციატივით ჩაერთვება საერთო სასამართლოების მთელი სისტემა და ყველა მოსამართლე.