591077676
nkutsniashvililaw@gmail.com
ქართული, ინგლისური
ნინო ქუცნიაშვილი - ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაციით ბავშვის უფლებებში, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში. ამჟამად იმავე უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის სამართლებრივ რეგულირებას, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხებს, ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმებს, საოჯახო და სახელშეკრულებო დავებს და მედიაციას. ნინო ქუცნიაშვილი არის ხუთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. იგი ხშირად მონაწილეობს ტრენერის როლით სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ პროექტებში. ნინო ქუცნიაშვილი გახლდათ პროფესორის ასისტენტი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და აქტიურად არის ჩართული სამართლის მიმართულების სტუდენტთა აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში. დოქტორანტურის ფარგლებში მან მოიპოვა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგენტოს, (AUF) გრანტი, რითიც მას მიენიჭა შესაძლებლობა სადოქტორო კვლევის ნაწილი განეხორციელებინა საზღვარგარეთ, რუმინეთში კერძოდ, ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში უცხოელი ხელმძღვანელის დახმარებით. მისი პროფესიული საქმიანობა ემყარება სამართლიანობას, კეთილსინდისიერებას, თანასწორობას და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას.